ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს, დასავლეთთან მითუმეტეს, - ასე აფასებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრას და შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.
35 წელია გაგვიცნეს, მას შემდეგ რაც რკინის ფარდა ჩამოიშალა, ჩამოვიდნენ აქ, ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც, ქართლის დედასაც შეხედეს და ვეფხისტყაოსანიც ორი სტროფი წაიკითხეს და გონზე არ არიან, ვისთან აქვთ საქმე, რომ შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომლის თქმითაც, ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს ვერ მოაგვარებს.
“ევროპარლამეტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, მთავარი მომხსენებელი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა და პროექტში აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს ღია წერილით მიმართავს. „მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო… ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თქვენ ქართულ ენას სწავლობთ და ხშირად ცდილობთ კიდეც, ისაუბროთ ქართულად. დარწმუნებული ვარ, დამხმარეც გეყოლებათ, ვინც თქვენ ხელს გიწყობთ უცხო ენის დაუფლებაში. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ თქვენ თავად თუ ვერ გამოიტანთ აზრს იმ ეპიგრაფიდან, რომელიც ამ წერილს ახლავს, თქვენი დამხმარე შეგეშველებათ, გაიაზროთ, რას ვგულისხმობ ამ ქართულ ფოლკლორულ წინათქმაში“, – ნათქვამია წერილში.
“ვერ დავეთანხმები ვერავის, რომ ასეთი მეთოდებით საქართველოსთან დამოკიდებულებით რაიმე გავლენას ახდენენ საერთოდ რუსეთის დასუსტებაზე”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ბრიტანეთის ელჩ, გარეტ უორდისთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც საგარეო უწყებაში დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-ისთვის სანქციების დაწესების გამო იყო დაბარებული.
“იმედისა“ და „პოსტვის“ დასანქცირება არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
