აშშ-ის გამოცხადებული პოლიტიკა დღეს არის ის, რომ აღიარეს და ამხილეს – ეს იყო სხვა ქვეყნებზე გავლენის მოხდენა, მათთვის იდეოლოგიების თავს მოხვევა. ამაზე უარი თქვა დღევანდელმა ადმინისტრაციამ და თქვა, რომ მე სხვა გზებით, ინტერესების წინ წაწევით და ინტერესების შეჯერებით, წავწევ წინ ჩემს ამერიკულ ინტერესებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
,,ამ ცვლილებების მიზანია, რომ ყველა დაფინანსება, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას, იყოს გამჭვირვალე და არ მოხდეს კანონის დაფარვის ფარგლებს მიღმა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ,,გრანტების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.
ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ოპოზიცია მომავალი ერთობისთვის კონკრეტულ წესებსა და მიმართულებებზე დაფუძნებულ დოკუმენტს ამზადებს. მათი განცხადებით, მიზანი მხოლოდ ფორმალური გაერთიანება არ არის და საუბარია გამძლე ერთობაზე, რომელიც ძლიერი ოპოზიციური თანამშრომლობის გარანტი უნდა გახდეს.
ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს – ვინც არ აღიარებს, ის საქართველოს კონსტიტუციას მტრობს და რა თქმა უნდა, რთული იქნება, ასეთი დებატების მონაწილეები ვიყოთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დებატებზე საუბრისას განაცხადა.
ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას გამოეხმაურა და დებატებში მონაწილეობაზე მზაობა გამოთქვა.
