“ქვეყანაში კვლავ პროტესტია, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მარშიც შედგა, თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ თავს იკავებენ და არ აქტიურობენ ისე, როგორც ადრე. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, დადგეს დრო და წინა პლანზე პოლიტიკოსები ვიხილოთ, ნაწილს კი მიაჩნია, რომ უკვე ოპოზიციური პარტიების საქმიანობა აქციების ბედ-იღბალზე თითქმის გავლენას არ ახდენს და პროტესტანტები მათ ლიდერებს ასპარეზს არ დაუთმობენ.
,,ველი კიდევ 3 წელს, 16 წელი მექნება სასჯელი. დამატებით სასჯელს მაძლევთ. სერიულ მკვლელებს და პედოფილებს უსჯიან ამდენს. ვერასდროს ვეღარ უნდა ვნახო ჩემი შვილები და ვერასდროს უნდა გავიარო სუფთა ჰაერზე, იმიტომ, რომ მემატება ის, რაც მემატება", - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
,,ყოველთვის ვაცხადებთ, საქართველო ღიაა იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან მოხდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობის დაწყება,” – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
,,ჩვენი და ამერიკის შეერთებული შტატების თანხვედრა ღირებულებით ნაწილში, მსოფლმხედველობით ნაწილში, პოლიტიკურ ჭრილს ვგულისხმობ, ერთი-ერთში ემთხვევა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
ევროკავშირი მიგრაციის კუთხით დღეს სერიოზული პრობლემების წინაშე დგას - რეალურად ევროპულმა ბიუროკრატიამ, მათ შორის აბსოლუტურად გაუმართლებელმა მიგრაციულმა პოლიტიკამ, ევროკავშირი აქამდე თავად მიიყვანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
,,როგორც ჩანს, ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა, როგორც იქნა, რუკას დახედა და გაათვითცნობიერა ის, რომ საქართველო მართლაც საკვანძო ადგილზე იმყოფება”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
