ზურაბ ჯაფარიძეს თავხედობა ჰყოფნის, უნდა, „ნაცების“ ელექტორატით პარლამენტში მოვიდეს და თანამდებობებიც დაიტოვონ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ვხედავთ მუქარას, დაშინების მცდელობას, სატელეფონო ზარებს, ოჯახის წევრებზე თავდასხმას, ზიზღის ენას, ამ ყველაფერს კოორდინირებულად ახორციელებენ რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ყველას გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ათობით ადამიანი გადარჩა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გაწმენდით ღონისძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ.
„დღეს 13 ივნისია, ჩვენი ქვეყნისა და თბილისის ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღე. ყველას 2015 წლის 13 ივნისი გვახსოვს. დღე, რომელმაც წაგვართვა ათობით ადამიანის სიცოცხლე და ასევე, გაგვაცნო გმირები, რომელთა დამსახურებით, ასევე, ათობით ადამიანი გადარჩა. ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი, ათასობით ახალგაზრდა, რომელიც გაერთიანდა და ნუგეშად იქცა მთელი ქალაქისთვის. ყველას გვახსოვს, რამდენად რთული მდგომარეობა იყო და როდესაც გათენდა სრულიად საქართველო გაერთიანდა და ერთმანეთის მხარდამხარ, გვერდიგვერდ აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ.
კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს ღმერთმა მათი სული ნათელში ამყოფოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფრის აღდგენა შესაძლებელია - დანგრეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურის, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენს თანაქალაქელებს და თანამემამულეებს ვერ დავიბრუნებთ“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს, პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თქვენ შეძელით, კრეატიულობით, თქვენ ქართველობით, სილაღით , ევროპულობით მსოფლიოს დაენახა, რომ საქართველოს სხვა მომავალი არ შეიძლება ჰქონდეს თუ არა ევროპული და ქართული. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს შეხვედრისას.
ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.