April 11, 2026

ივლისი 28 2024 წაკითხვა 354 ჯერ

ერთიანობის ტურნეს ფარგლებში "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ზუგდიდში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. "სტრატეგია აღმაშენებლის" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ადგილობრივები ყურადღებას უმუშევრობასა და სიღარიბეზე ამახვილებენ.

ივლისი 28 2024 წაკითხვა 640 ჯერ

მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის მათი [ოპოზიციის] დღევანდელი მოცემულობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

ივლისი 26 2024 წაკითხვა 431 ჯერ

მივმართავ ახალგაზრდებს, ვინც რუსი ტურისტების ავტობუსს კვერცხებს ესროდით და გულახდილად გჯეროდათ იმის, რაც რადიკალებმა გითხრეს - ქართული ხომ იცით? მეხსიერება ხომ გაქვთ? მათ ახლა პოზიცია შეცვალეს და ეს უნდა გაატაროთ?! უნდა გადაყლაპოთ, რომ ამ ნაბიჭვრებმა გამოგიყენეს?! მათი პირადი ინტერესებისთვის როგორ აგაბურთავეს და ახლა რა - ჩუმად ხართ?! ბიჭებო, ეს სწორი არ არის! - ხვალ, ზეგ ამათი როგორ უნდა დაიჯეროთ?! - ეს მიმართვა პარლამენტში "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ივლისი 26 2024 წაკითხვა 532 ჯერ

გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ივლისი 25 2024 წაკითხვა 449 ჯერ

არსებობს საკითხები კულისებში და ვერ და არ ვლაპარაკობთ, რომ წითელი ხაზები არ გადავლახოთ. ღმერთმა არ ქნას საქართველოს გადასარჩენად ესეც მოგვიწიოს. ღმერთმა არ ქნას, ყველაფრის თქმა მოგვიწიოს, ე.წ. წითელი ხაზების გადალახვა ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად, სხვა მიზანი ამას არ ექნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, იური კიმის საპასუხოდ განაცხადა.

ივლისი 25 2024 წაკითხვა 412 ჯერ

საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?! - სამარცხვინოა ეს საქციელი, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ში მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა.

გვერდი 216 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.