ივნისი 02 2024 წაკითხვა 371 ჯერ

ეს მისი [სალომე ზურაბიშვილის] როლია, რომელიც მას თავად არ შეურჩევია, არამედ განუსაზღვრეს - საერთოდ რა ქარტიაზე საუბრობს ადამიანი, რომელსაც სულ რამდენიმე დღე დარჩენია პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სამოქმედო გეგმა - „ქართული ქარტიაზე” საუბრისას განაცხადა.

ივნისი 02 2024 წაკითხვა 572 ჯერ

ყოველგვარი ძალადობა არის დასაგმობი, ძალადობას ვემიჯნები, ძალადობის ფაქტები სასიამოვნო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი მოძალადე ორგანიზაცია სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ქვეყანაში, არ არის ლამაზი ასეთი ფაქტების ხილვა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მაისი 31 2024 წაკითხვა 437 ჯერ

უხერხულობა რომ არ შექმნილიყო პოლიციელებთანაც, გადავწყვიტეთ, პრეზიდენტი პოლიციის დღეზე არ დაგვეპატიჟებინა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მაისი 31 2024 წაკითხვა 390 ჯერ

ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი და განსაკუთრებით სძულს ის ახალგაზრდები, ვინც არ ეგუება, არ ემორჩილება და აპროტესტებს საქართველოს ევროპული გზიდან დაშორებას. ეს ნათელი სახეები - ჭკვიანები, ლამაზები და შეუპოვრები დაუბრუნებენ ხალხს ჩვენს ქვეყანას, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

მაისი 31 2024 წაკითხვა 568 ჯერ

ოლიციელი გმირია, მეხანძრე-მაშველი გმირია და ჩვენი მოვალეობაა, განსაკუთრებული პატივი ვცეთ თითოეული მათგანის შრომასა და გმირობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მაისი 31 2024 წაკითხვა 555 ჯერ

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას ვეცნობით და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ დღემდე არგუმენტები კანონის წინააღმდეგ წარმოდგენილი არ არის, გარდა იმ ზოგადი შეფასებებისა, რომელიც გვესმოდა და დღესაც გვესმის - როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის უფლებებს მარტივი მოთხოვნა, რომ გარე დაფინანსების შემთხვევაში წელიწადში ერთხელ დეკლარაცია ჩააბარო! - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე ეუთო/ოდირის დასკვნას.

გვერდი 218 სულ 729
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.