April 11, 2026

ივნისი 28 2024 წაკითხვა 451 ჯერ

ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც სჭირდება დეოლიგარქიზაცია და იმედი მაქვს, რომ პროცესები ამ მიმართულებით წარიმართება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

ივნისი 27 2024 წაკითხვა 592 ჯერ

ჩვენ ამ ერთწლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს იყო მეოთხე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ქვეყანამ ევროინტეგრაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ივნისი 27 2024 წაკითხვა 554 ჯერ

თებერვალში წარდგენილ ანგარიშში მქონდა საუბარი სამომავლო გეგმებზე, აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 28 ივნისს, პარლამენტში მოხსენების წარდგენას ეხებოდა.

ივნისი 27 2024 წაკითხვა 567 ჯერ

ქართველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამშობლოს და ყველაფერს მშობლიურს, ყველაფერს, რაც ჩვენ მიწასთან, ქვეყანასა და მშობელ ხალხთან აკავშირებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ივნისი 27 2024 წაკითხვა 705 ჯერ

საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნულ მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას „ქართული ოცნება“ - საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ჯგუფის - „ევროოპტიმისტები“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას.

ივნისი 26 2024 წაკითხვა 364 ჯერ

მასწავლოს ვინმემ ან ჩვენმა ოპონენტებმა, როგორ დავარწმუნო ფრანგი, კანადელი და ამერიკელი კოლეგები, როცა გამჭვირვალობის შესახებ ანალოგიური კანონი მათ ქვეყანაშიც მუშაობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა.

გვერდი 222 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.