თქვენ ხედავთ, თუ როგორი მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს აღნიშნულ ინვესტიციაზე. ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ეს ადამიანები არიან უსამშობლოები, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ისინი წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს და ნამდვილად არ სიამოვნებთ ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, Eagle Hills-ის პროექტის ფარგლებში მეჩეთების მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის დიალოგის ფორმატთან დაკავშირებით მხარეებს შორის იყო ზოგადი შეთანხმება, რომ ეს იქნებოდა პირველი ნაბიჯი, რომლითაც ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ევროკავშირის მიერ მანამდე გაყინული ფორმატების აღდგენა უნდა დაწყებულიყო.
“პოლიტიკურ სივრცეში მიმდინარე პროცესი კანონზომიერი და ლოგიკურია იმ სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლებას აქვს - საქართველოში უნდა დამყარდეს რუსული მოდელის ავტოკრატია, რომელსაც რუსეთში, რა თქმა უნდა, არ უწოდებენ ავტოკრატიას, სუვერენულ დემოკრატიას ეძახიან.
ჩვენი კონსტიტუციური და ტერიტორიული სისტემის გადახედვა მოხდა კონსტიტუციის დარღვევით სწორედ მაშინ, როდესაც შეიქმნა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც იყო ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
,,ახალ გზებს ეძებენ ევრობიუროკრატები იმისთვის, თუ როგორ შეიძლება დაფინანსდეს კანონმდებლობის გვერდის ავლით გადატრიალების მცდელობები და გარკვეული მარშები,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ქვეყნისთვის არის ძალიან სამწუხარო, რომ დღესაც არ გამოჩნდა ის ერთი მოსამართლე, რომელიც თავის თავზე აიღებდა იმას, რომ ცოტა უფრო სამართლიანი გადაწყვეტილება მიეღო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ მიიღო.
