April 5, 2026

ნოემბერი 21 2025 წაკითხვა 400 ჯერ

„ქალზე მოძალადე შალვა პაპუაშვილისგან, რომელმაც უმაღლეს ტრიბუნაზე გამოავლინა თავისი ძალადობრივი ხასიათი, მორალზე საუბარი ტრაგიკომიკურია, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ 2022 წლიდან დღემდე, ევროკავშირი უკრაინას 180 მილიარდი ევროთი დაეხმარა, ამავე დროს, ევროკავშირმა რუსეთს 310 მილიარდი გადაუხადა, ამიტომ ბრიუსელისგან „მორალის კითხვა საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ ეკუთვნის“.

ნოემბერი 21 2025 წაკითხვა 321 ჯერ

ყველას, მათ შორის, ევროკავშირის ბიუროკრატებსაც მოვუწოდებ, რომ როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება, ცოტა უფრო მეტი სერიოზულობით უნდა შევხედოთ ამ საკითხს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველო-ევროკავშირის დიალოგის გაუქმების თაობაზე ბრიუსელის გადაწყვეტილებას.

ნოემბერი 21 2025 წაკითხვა 433 ჯერ

„თუ საქართველო არ დაადგება უკრაინის გზას, ვერ იქნება მხარდაჭერილი ევრობიუროკრატიის მხრიდან,”- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ნოემბერი 21 2025 წაკითხვა 317 ჯერ

ივანიშვილმა არაკომპეტენტური მატყუარები საკუთარ რიგებში მოიკითხოს. სიმართლე არის ის, რომ როდესაც ვინმე მაია ბითაძე კორუფციით ნაშოვნ ფულს „შოპინგში“ ხარჯავდა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყველაზე დიდმა და გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, მიიღო რეზოლუცია, რომელიც ითხოვს კონკრეტული საერთაშორისო ინსტრუმენტების ამოქმედებას კორუფციული სქემების შესწავლის მიზნით, რაც შემდგომ გახდება რეჟიმის და მისი წევრების მიმართ ფინანსური სანქციებს დაწესების საფუძველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ნოემბერი 21 2025 წაკითხვა 328 ჯერ

„გულწრფელად ვამბობ, საერთაშორისო პლატფორმებზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დროს საქართველო იდგა იქ, სადაც სჭირდებოდა უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე საქართველოს კრიტიკასთან დაკავშირებით.

ნოემბერი 21 2025 წაკითხვა 361 ჯერ

,,საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა ყველამ იცის, რომ ტყუილია, რაც არაერთხელ დადასტურდა იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ – ის პასპორტით ქართველები, NGO-ები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამაში ჩართული არიან, საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან ჩართული”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რომელიც ეხებოდა „რუსთავი 2“-ის მიერ მოპოვებულ წერილს, რომელიც EPP-ის წევრებმა არასაჯაროდ გაუგზავნეს ევროკომისიის წევრებს, სადაც საუბარია, რომ „საქართველო გვერდს უვლის სანქციებს და რუსეთს ეხმარება“.

გვერდი 23 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.