April 11, 2026

მაისი 14 2024 წაკითხვა 496 ჯერ

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელიც დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს იკავებს, X-ზე [ყოფილ ტვიტერზე] ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ბასი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სურვილის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური კურსიდან გადაჰყავს.

მაისი 14 2024 წაკითხვა 390 ჯერ

პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

მაისი 14 2024 წაკითხვა 398 ჯერ

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში პირველ საკითხად მონიშნული „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით, განხილვა დაიწყო. მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა.

მაისი 13 2024 წაკითხვა 432 ჯერ

ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, - ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე კითხვას, იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში.

მაისი 13 2024 წაკითხვა 430 ჯერ

მშვიდობიანი აქციის ჩატარების უფლება ამ ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს აქვს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია და ვერავინ შეუშლის ამას ხელს, თუმცა ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა, ბოთლების სროლა პოლიციელებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. უკანონობას ყოველთვის მოჰყვება სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აქციების პროცესის შეფასებისას განაცხადა.

მაისი 13 2024 წაკითხვა 400 ჯერ

წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილი. ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი ქართველს წაქცეულზე ოცამდე ადამიანი უსწორდება. გდდ-ს ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

გვერდი 243 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.