April 11, 2026

მაისი 01 2024 წაკითხვა 564 ჯერ

2020 წელს ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე და უხეში ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით; ამაზე საუბრობდნენ ელჩები, კონკრეტული პოლიტიკოსები, რაც ეფუძნებოდა სინამდვილეში ენჯეოების მიერ დასკვნების გაყალბებას – ცნობილი პარალელური ხმის დათვლას, ცნობილ ზედმეტობებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაისი 01 2024 წაკითხვა 665 ჯერ

ვფიქრობთ, დროა, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ პროცესის დიალოგის ფორმატში გადატანით ხელს შევუწყობთ მოვლენების მშვიდობიანად წარმართვას და თავიდან ავიცილებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისათვის დამაზიანებელ შედეგებს,- ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მაისი 01 2024 წაკითხვა 462 ჯერ

83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს, - ამის შესახებ დეპუტატმა თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების შემდეგ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მაისი 01 2024 წაკითხვა 668 ჯერ

საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.

მაისი 01 2024 წაკითხვა 486 ჯერ

საკანონმდებლო ორგანომ ფუნქცია და ფასი საერთოდ დაკარგა. მკვლელებში და ბანდიტებში ვსხედვართ, რომლებიც ამართლებენ ასეთ ცემას, ასეთ დარბევას - მათ ფეხქვეშ უნდა იწვოდეს გუშინდელს მერე მიწა, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

მაისი 01 2024 წაკითხვა 436 ჯერ

შეგიძლიათ თუ არა, ახლა შევთანხმდეთ იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა, ის რომ ახალგაზრდებს ყოველდღიურად სცემთ, იჭერთ, მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ, - ასე მიმართა ფრაქცია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას.

გვერდი 246 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.