April 11, 2026

მაისი 11 2024 წაკითხვა 425 ჯერ

ქვეყნის, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხალხმრავალი, შეუჩერებელი, მყარი, მშვიდობიანი დემონსტრაციები,- ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მსვლელობისას განაცხადა, რომელიც 300 არაგველიდან ევროპის მოედნამდე მიემართება.

მაისი 11 2024 წაკითხვა 431 ჯერ

ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მაისი 11 2024 წაკითხვა 421 ჯერ

ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ დღეს, 19:00 საათზე მანიფესტაციაზე და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხვალ, საღამოს, 22:00 საათზე, ყველანი რუსთაველზე ვიკრიბებით იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა გავაგონოთ მთელ მსოფლიოს და გავაგონოთ, პირველ რიგში, იმ ადამიანებს, ვინც ხვალ მესამე მოსმენით აპირებს რუსული კანონის მიღებას, - ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მაისი 11 2024 წაკითხვა 757 ჯერ

ამერიკა ჩვენი მრავალი ხნის პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და საჭიროა მათთან მუშაობა, დიალოგი და საუბარი - პოზიციების დაახლოება და გამოსავლის პოვნა გვჭირდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენების მიერ ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მაისი 11 2024 წაკითხვა 405 ჯერ

საქართველო მოწინავე და ლიდერია კანდიდატ ქვეყნებს შორის, იქნება ეს სამართლის უზენაესობა, დემოკრატია თუ ეკონომიკური განვითარების ტემპები, მთავარია, ჩვენ შევინარჩუნოთ ეს დინამიკა, ასეთ შემთხვევაში საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა მალე გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაისი 10 2024 წაკითხვა 437 ჯერ

ძალადობაა, როცა ზეწოლის გზით გაიძულებენ გაიმეორო მათი „მესიჯები“, ძალადობაა, როდესაც მოითხოვენ დაესწრო აქციებს, სხვა შემთხვევაში ქვეყნის მტრად შეგრაცხავენ, ძალადობას კი მივყავართ საშინელ შედეგებამდე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში" ვიდეომიმართვისას განაცხადა.

გვერდი 244 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.