შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, რომ კონკრეტული შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში ძალიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული მეთოდია, დაშინების მეთოდია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებოდნენ.
დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩეხეთის რადიო „უნივერსუმის“ (Radio Universum) მიერ გადაიცა აუდიო სიუჟეტი სათაურით „საქართველო: ახალი ფერადი რევოლუცია პირდაპირ ეთერში“ (ავტორი – ლადისლავ ვეტვიჩკა).
პრობლემა არის ის, რომ ამ პატარა მშიშარა ბიჭებს ["ქართული ოცნების“ წევრები] წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს საერთოდ აკეთებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წერილშია აღნიშნული.
