„ქართული ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება და დაღუპულებთან დაკავშირებით მონაცემები არ შეცვლილა. მამუკა მდინარაძემ სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.
გლოვის დღეა, ქვეყანას ძალიან მძიმე დღეები უდგას და როგორც ჩანს, წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები და საათები გველის, თუმცა შეიძლება ძალიან მცირედი, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ სასწაული მოხდეს და ერთი გადარჩენილი ვიპოვოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მნიშვნელოვანია, რომ არავინ იჩქაროს დასკვნების გამოტანა, ემოციური ფონია და ეს აბსოლუტურად გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერი გაირკვევა - არიან კომპეტენტური სტრუქტურები, ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დეტალური დასკვნის დადება ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.
მაქსიმალური ინტენსივობით მიმდინარეობს სამუშაოები - მაშველები, ჯარი, ტექნიკა. ძალიან რთული ვითარებაა, ძალიან მძიმე პირობებია სამუშაოდ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ რაჭაში, ჟურნალისტებს განუცხადა.
აზერბაიჯანი მზად არის, საქართველოს გაუწიოს ყველანაირი დახმარება სამაშველო ღონისძიებებსა და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, – ამის შესახებ ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჯეიჰუნ ბაირამოვის ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.