ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში ასეთი წვეტიანი აზრები, რომ სასამართლოს ისევ ჯიბეში ჩავიდებთო და ეს ჰგონიათ მომგებიანი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ყველანაირად შეეწინააღმდეგება ე.წ. ვეიტინგის სისტემის შემოღებას.
„არათუ მხარს დავუჭერ, არამედ ყველანაირად შევეწინააღმდეგები და ძალიან მიკვირს, რატომ მოსდით „ნაცებს“ თავში ასეთი წვეტიანი აზრები, რომ სასამართლოს ისევ ჯიბეში ჩავიდებთო და ეს ჰგონიათ მომგებიანი. თუ დაამატებენ, რომ უცხოელ მოსამართლეებს ჩამოვიყვანთ და მათი მეშვეობით ჩავიდებთ ჯიბეში სასამართლოს, თან ყველაზე მთავარი ისაა, რომ „ნაცებს“ სასამართლო სხვანაირ მოწყობაზე აქვთ ხელი მოწერილი იმ დოკუმენტზე, რომელზეც არჩევნების წინ ჩვენი მეშვეობით დაადგინა ოპოზიციამ. აქედან გამომდინარე არათანმიმდევრულობაა ის, რაც „ნაცებს“ აზიანებთ, ის, რაც სააკაშვილს აზიანებს და ციხეში ამყოფებს. „ნაცებს“ ვურჩევდი, რომ აზრი დაატანონ ისეთ სიტყვებს, როგორიც არის სასამართლო რეფორმა. მგონი, აბსურდია, ერთი მხრივ, ამბობდე, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც სასამართლოში, არც არსად, მერე ამბობდე, მე გავაკეთებ „ვეტიგის“ სისტემით სასამართლოს არჩევას, რადგან სინამდვილეში ამბობ, რომ მე შევარჩევ ამერიკელ მოსამართლეებს და მათი მეშვეობით იმავე წესრიგს დავამყარებ, რაც მურუსიძის მეშვეობით გვქონდა აქამდე მოწყობილი“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება „ვეტინგის“ სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეების მიერ ე.წ. კეთილსინდისიერების ტესტის გავლას გულისხმობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ს ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხთა ფართო სპექტრი და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ საქართველო რჩება დემოკრატიული რეფორმების შემდგომი წინსვლის, ინსტიტუტების გაძლიერებისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთგული.
მხარეებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსეთის სამსახურში ხართ, ამას ხედავს ქართველი ხალხი - შეგიძლიათ გაჰყვეთ თვითმფრინავს პირდაპირი რეისით მოსკოვში, - ასე მიმართა უმრავლესობას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. წილოსანმა, რომელსაც პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან პარლამენტის სპიკერატში სულ ოთხი ვიცე-სპიკერია. ესენი არიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერები არიან უმრავლესობის დეპუტატები: - არჩილ თალაკვაძე, გიორგი კახიანი და ნინო წილოსანი.
რაც შეეხება ოპოზიციას, იმის მიუხედავად, რომ რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის სპიკერატში ოპოზიციისთვის სამი ვიცე-სპიკერის პოსტია განსაზღვრული, პარლამენტს ოპოზიციის კვოტით მხოლოდ ერთი ვიცე-სპიკერი - "ევროპელ სოციალისტი" დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე ჰყავს არჩეული. გასულ წელს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარუდგინა, თუმცა უმრავლესობა ბეჟაშვილის არჩევის საკითხს მხარს არ უჭერს.
პარლამენტში ოპოზიციის ორი ვიცე-სპიკერის პოსტი ვაკანტურია.
რეალურია, რომ 1000-ლარიან პენსიაზე საუბარი არის გათვლილი საარჩევნო პროპაგანდის სტრატეგიაზე და საარჩევნო პროპაგანდის ნაწილზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. მან ლაშა ხუციშვილს სთხოვა დამატებითი ინფორმაცია წარადგინოს პენსიებთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორი პარტია „ლელოა“.
სრული ფარსია სააკაშვილის ნავალნისთან შედარება. მათ შორის არავითარი საერთო არ არსებობს, პირიქით, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
