დეკემბერი 04 2023 წაკითხვა 392 ჯერ

ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის. ყველას ყველაფერი მოეკითხება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

დეკემბერი 02 2023 წაკითხვა 389 ჯერ

„ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკურად არაჯანსაღად იცხოვრა და ახლა პოლიტიკური სიმსივნე დაემართა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეკემბერი 02 2023 წაკითხვა 387 ჯერ

სავარაუდოდ, იგივე მიზანი ექნებოდა, რაც კვიპროსის შეხვედრებს. იმდენი ილაპარაკეს კვიპროსის კლანიო, ალბათ, ლონდონში გადაწყვიტეს გადასვლა, - ასე უპასუხა „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურებოდა ლონდონში დავით კეზერაშვილთან გიორგი ვაშაძის, პეტრე ცისკარიშვილისა და გიორგი ჩალაძის ჩასვლა.

დეკემბერი 01 2023 წაკითხვა 430 ჯერ

აფხაზეთის მხარეს შენდება გარკვეული სივრცე - ენგურზე საბაჟო ურთიერთობის ორმხრივი შეთანხმება ნონსენსია, გამორიცხულია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ენგურზე საბაჟო ტერმინალის აშენება სურთ და სამუშაოები დაწყებულია.

დეკემბერი 01 2023 წაკითხვა 384 ჯერ

ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნად წოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეკემბერი 01 2023 წაკითხვა 416 ჯერ

ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში - სამადაშვილები ევროპაშიც არიან, მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ქმნის საქართველოსთვისაც საფრთხეს უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

გვერდი 276 სულ 729
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.