მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ რთულია და სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო - სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, - ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩოს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
"შესაძლოა, ვიღაც დაინტერესებულია, რომ ჩრდილი მიადგეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას"- გია ვოლსკი
შესაძლოა, ვიღაც სერიოზულად დაინტერესებულია, რომ გამწვავდეს, ჩრდილი მიადგეს საქართველოსა და აშშ- ის ურთიერთობას - დეგნანმა საქართველოს მთავრობისკენ კი არ უნდა გაიშვიროს ხელო, არამედ (მათი) იუსტიციის დეპარტამენტისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ- ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
საქართველოს მოქმედი ხელისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალეა, რადგან რთულია, დღეს რამე დამალო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სენატში გაკეთებული განცხადებების შეფასებისას ისაუბრა.
„რუსულმა ოცნებამ“ გადასარევად იცის, რა ევალება დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაერთხელ დაუმარცვლეს ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა მეტი კონკრეტიკა.
ხორვატია ყოველთვის იყო საქართველოს ევროპული მომავლის ძლიერი მხარდამჭერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზაგრებში საქართველოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.
