ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ხელისუფლება“ რუსეთთან და საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ კონტროლს აძლიერებს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია, ეს იყო ამჩატებული „ნაცები“, „ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ასე შემდეგ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მასზე იმუშავეს და ჩანს, რომ, პრაქტიკულად, მასზე უცხოური გავლენა არსებობს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
საქართველო უამრავი მაჩვენებლით წინ უსწრებს არა მარტო ტრიოს ქვეყნებს, არამედ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ბევრი მიმართულებით და ეს არის მისასალმებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ეს საქმე პრობლემატური იყო თავიდანვე. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წვლილია საქართველოში პოლარიზაციის და დაყოფის შესამცირებლად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ პრეზიდენტი იმ ზეწოლას გაუძლებდა, რომელიც მასზე შეწყალებასთან დაკავშირებით იყო და ის კანონის უზენაესობის, ქართველი ხალხის სახელით განხორციელებული მართლმსაჯულების მხარეს დადგებოდა, მაგრამ მან სხვა მხარე აირჩია, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.
