April 12, 2026

თებერვალი 13 2023 წაკითხვა 533 ჯერ

როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ - მადლობა ბატონ მერაბიშვილს, ჩემს „ხაბეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

თებერვალი 13 2023 წაკითხვა 486 ჯერ

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, გელათის გადასარჩენად უცხოელი სპეციალისტები საკუთარი ფინანსებით ჩამოიყვანოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა განაცხადეს.

თებერვალი 13 2023 წაკითხვა 479 ჯერ

იცით, რა მოხდა საქართველოში? 2012 წელს პუტინს ძალიან გაუმართლა, რადგან მან წააგო ომი, მაგრამ მოიგო არჩევნები და საქართველოში არ მოუწია არანაირი საომარი მოქმედებების წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.

თებერვალი 13 2023 წაკითხვა 441 ჯერ

მეწარმეობისა და ინოვაციების წახალისებული გარემოს შემუშავებით ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს, ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაუმჯობესებთ საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე".

თებერვალი 13 2023 წაკითხვა 468 ჯერ

ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს,  - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა  ეკონომიკურ კეთილდღეობამდე".

თებერვალი 11 2023 წაკითხვა 546 ჯერ

არჩევნების წინ, პარტია დამარხეს საერთოდ და ეს გააკეთა ხაბეიშვილმა. ხელისუფლების მოედანზე ითამაშა, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

გვერდი 380 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.