2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი დარიალის ხეობაში, ჩრდილოეთ საზღვართან კეკლუცობდა და ხუნტრუცით აძლევდა რუსებს ვიზას, ამის მერე, ბედავენ და სისულელეებს ლაპარაკობენ, რომ თურმე სავიზო რეჟიმი უნდა გადაიხედოს. თავიანთ წარსულს გადახედონ, ფეხებში ნუ გვედებიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.
არ არის საჭირო საზოგადოებაში აღქმის გაღვივება და არა ფაქტის, რომ უკონტროლოდ ხორციელდება ქვეყანაში ვინმეს შემოსვლა და არ ხდება რეაგირება, თუ ამის საჭიროება არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
თუ ივანიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნდება, ეს მას ოლიგარქის სტატუსს მოუხსნის - ყველასთვის გასაგები გახდება, რომ ხელისუფლებაზე გავლენის მქონე ჩდრილოვანი პერსონა აღარ არსებობს,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
პარლამენტის წევრები ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი განცხადებას ავრცელებენ. ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, დეპუტატები სამ ნაბიჯს ასახელებენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობის შენარჩუნების საფუძვლად „საღ ანალიზს“ ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაზე შეტევისთვის ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებს, კიევი მინსკთან დიპლომატიურ ურთიერთობებს არ წყვეტს.
