„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ პარტია "ქართულ ოცნებასთან" და მის ლიდერებთან არავითარი ღირებულებითი აზრთასხვადასხვაობა არ აქვს.
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე "ქართულ ოცნებას" ტოვებენ.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭოს, საქართველოსთან მიმართებაში მისი ევროპული პერსპექტივა აღიაროს. ევროკავშირი მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს საქართველოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
სამი ძირითადი მიღწევის გარდა ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მზად ვართ, ბოსნია-ჰერცოგოვინასა და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, როგორც კი რეფორმები შესრულდება“, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
