გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ.
უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს იმ გაგებით მიიღებენ, რომ არის ზოგიერთი პირობა, რომელიც შესრულდება. საქართველოსთვის ასევე იქნება მკაფიო გზა ევროკავშირისკენ - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
ქუჩას გამოუჩნდა ახალი, გაცილებით კონკურენტუნარიანი პატრონი და ორიენტირი ქართულ-პროევროპულ მოძრაობაში, ეს არის ახალგაზრდობა , - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
ევროპარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროპარლამენტმა შესაბამისი მხარდამჭერი რეზოლუციაც მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
