“უკრაინას პოლონური ჰაუბიცების “კრაბ”-ის ახალი პარტია მიეწოდა.
მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მის საქმიანობაში ჩაურევლობაზე ვსაუბრობთ, ყოვლად დაუშვებელია ის, რაც ვიხილეთ, - ასე ეხმაურება ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ის სანქცირებულია - ეს ვაი მოსამართლე სანქცირებულთა სიაში პირველი მერცხალია, თუმცა მერცხალი ლამაზი ფრინველია და უფრო სხვანაირად ვიტყოდი: - ის არის პირველი ყვავი, რომელსაც აუცილებლად მიჰყვებიან სხვებიც, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.
ოპოზიციური პოლიტიკოსი გიგი უგილავა სოციალურ ქსელში ჰააგის სასამართლოში უკრაინის მიერ შეტანილ სარჩელს ეხმაურება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმოწერილი მხარდაჭერა არ აქვს .
კანდიდატის სტატუსი არ გულისხმობს დამატებით დაფინანსებაზე ავტომატურ წვდომას, ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყნებთან შედარებით - ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ეჩმა კარლ ჰარცელმა კითხვას - რას ნიშნავს რეალურად „კანდიდატის სტატუსი“ და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანას, მაგალითად, აქვს წვდომა სპეციალურ პროგრამებზე.
ევროკავშირი საქართველოსგან ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და, შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება, - ასე პასუხობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი მოქალაქეების კითხვას - თუ თქვენ იცნობთ საქართველოს ისტორიას და პატივს სცემთ მის ტრადიციებს, რატომ სთხოვთ მთავრობას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას?
