April 6, 2026

სექტემბერი 27 2025 წაკითხვა 1292 ჯერ

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატად პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი წარადგინა. პოლიტოლოგის თქმით, შეთავაზება მოულოდნელი იყო.

სექტემბერი 27 2025 წაკითხვა 310 ჯერ

“ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამაზე ვერ იდარდებს ბიძინა ივანიშვილი,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საფრანგეთის სენატში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის ინიციირებას შეეხებოდა.

სექტემბერი 27 2025 წაკითხვა 458 ჯერ

32 წლის წინ, რუსეთმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა სოხუმის ოკუპაცია მოახდინეს, დღეს ჩვენ აქ ვართ გმირთა მემორიალზე, რომ გავიხსენოთ ჩვენი გმირები და მათ წინაშე კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ სოხუმი საქართველოა, აფხაზეთი საქართველოა, რუსეთი ოკუპანტი და მტერია და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავდოთ პირობა - ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

სექტემბერი 27 2025 წაკითხვა 523 ჯერ

“ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის თქმით, ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს ოქტომბერში მიმართავენ.

სექტემბერი 27 2025 წაკითხვა 862 ჯერ

მივმართავ ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველს: მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, კარგად დაფიქრდით, პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. პროტესტში ვიქნებით ერთად, მაგრამ ამ არჩევნებს ნუ გამოტოვებთ, ნუ იქნებით პასიური დამკვირვებლები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებასთან შეხვედრისა და საარჩევნო კლიპის პრეზენტაციის დროს განაცხადა.

სექტემბერი 27 2025 წაკითხვა 568 ჯერ

„ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრჯერ დაუცავს წითელი ხაზი და ყოველთვის უხსნიდა მაშინდელ დიპლომატიურ კორპუსს, როდესაც ჩვენი პრემიერი იყო, შემდეგ პარტიის ხელმძღვანელი, რომ წითელი ხაზი იყო საქართველოს ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხის ინტერესი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

გვერდი 47 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.