სექტემბერი 25 2025 წაკითხვა 327 ჯერ

“4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები იქნება, სხვა რა ფანტაზიები ჰქონდა ლევან ხაბეიშვილს, რა ესიზმრება პაატა ბურჭულაძეს და რა მოლოდინები აქვთ სხვებს, ამას ვერ გეტყვით. სახელმწიფოს პოზიციაა, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, შესაბამისი რეაგირება იქნება”, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

სექტემბერი 25 2025 წაკითხვა 702 ჯერ

საქართველოს დაანებოს ყველამ თავი. ზელენსკიმ მიხედოს თავის ქვეყანას, ისაუბროს იმაზე, თუ რა დაკარგა, რა მოუწყო საკუთარ ხალხს,- ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კითხვას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებული იმ განცხადებას ეხებოდა, სადაც მან თქვა: „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“.

სექტემბერი 25 2025 წაკითხვა 303 ჯერ

,,პოლიტიკაა, მივაღწიოთ იმას, რომ საქართველომ, რომელიც უსწრებს ევროკავშირის 7 ქვეყანას კორუფციის სიმცირით, გაუსწროს ევროკავშირის 27 ქვეყანას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

სექტემბერი 25 2025 წაკითხვა 464 ჯერ

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 74 ადამიანი დააკავეს. ისინი ეჭვმიტანილი არიან არჩევნების დროს არეულობის მომზადებაში. ხელისუფლების ცნობით, დაკავებულებმა სერბეთში გაიარეს წვრთნა რუსული დაფინანსებით.

სექტემბერი 25 2025 წაკითხვა 514 ჯერ

საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეთ უორდისა და საგარეო უწყების წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ შეხვედრის დეტალებზე დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

სექტემბერი 25 2025 წაკითხვა 602 ჯერ

„ეს არის ბოლო დაფინანსებული რევოლუციური სცენარი,”- ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის მიერ 4 ოქტომბრისთვის დაანონსებულ რევოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

გვერდი 49 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.