პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის.
“პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდება მძიმე საპროტესტო ფორმების გამოყენების გზით, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ტყვე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს, ის არ იმსახურებს ციხეში ჯდომას” - ამ განწყობით შიმშილობს “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია თანაპარტიელებთან ერთად.
"ვარ, ვიყავი და ვიქნები საქართველოში", - ასე უპასუხა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ სად იყო და რატომ არ ჩანდა არჩევნების შემდეგ.
საქართველოს პარლამენტმა ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეგულაციების შესახებ კანონი დაამტკიცა.
