უკრაინაში დასაქმებულ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ დღეებში ესაუბრა რახიმბეკ აბდრახამოვი, ყახაზეთის ქალაქ ატირაუს (ყოფ. გურიევის - „ნავთობის დედაქალაქის“) ყოველკვირეული გაზეთის „აკ-ჟაიკ“-ის («Ақ Жайық») ჟურნალისტი. 17 თებერვალს ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი და შემოკლებული ტექსტური ვერსია გამოცემის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიმართ კანონი აუცილებლად აღსრულდება და ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმროში მოხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“დამთავრებულია “ქართული ოცნება”, შემიძლია დავიფიცო”,- ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას. მისი თქმით, ღარიბაშვილის პრემიერ -მინისტრად დანიშვნა პირდაპირ ნიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.
"ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ ცნობილი „ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა.
„ლელო“ საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთან მიმართებით სამართლიანად არ იქცევა და ასევე შერჩევითი მიდგომა აქვს იმ დარღვევებზე, რაც ქვეყანაში ხდება.
