ოკუპირებული აფხაზეთის არაღიარებულ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურა.
"არჩილ თალაკვაძის განცხადება იმედისმომცემია", - ასე გამოეხმაურა პარტია ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელ განაცადებას.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით სარგებლობის უფლება.
პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლება" დაფუძნდა. პოლიტიკური მოძრაობის სადამფუძნებლო ყრილობაზე ფორმალურ საკითხებს განიხილავენ.
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პარლამენტის აპარატი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში განმარტებულია, რომ თანხა ავტომატურად ჩაერიცხათ მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს, ვისი მონაცემებიც უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში შვილიშვილთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,როგორც იქნა შევხვდით ერთმანეთს... მარიამ".
