ნებისმიერი რეფორმა, რომელიც ჩვენ უნდა გავატაროთ სახელმწიფოში, უახლოესი 4 წლის განმავლობაში, შეუძლებელია მმართველობითი სისტემის და რა თქმა უნდა, საჯარო მოხელის პირდაპირი ჩართულობის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობას მოუწევს საგადასახადო შეღავათების გადახედვა, რომელიც მისივე თქმით, დიდი ხანია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს, არ არის საკმარისი, ვერ პასუხობს სათანადოდ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ამიტომაც მინისტრის თქმით, უწყების ინტენსიურად იმუშავებს თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით.
რუსეთის გაზეთ „იზვესტია“-ში («Известия») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სააკაშვილზე გამოდევნება: სად მიიყვანს საქართველოს პოლიტიკური კრიზისი“,რომელშიც განხილულია როგორც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ასევე გადმოცემულია რუს ექსპერტ-პოლიტოლოგთა კომენტარები (ავტორი - იგორ კარმაზინი).
