ქართული მხარე ყველაზე მეტად უნდა იყოს პროცესებში ჩართული და რეალურად, ყველაზე უფრო შორსაა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეთა ნაწილი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავდა, შენობაში შეჭრას ცდილობს.
საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარებას იწყებს.
განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებად და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი,
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს. აღნიშნულ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
ობიექტურად არ არსებობს მესამე მსოფლიო ომის საფრთხე. მგონია, რომ ირანს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ირანსა და აშშ-ს შორის გამწვავებულ ურთიერთობას. ფხალაძის განცხადებით, ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყების საშიშროება არ არის. მისივე თქმით, ირანში მოიძებნებიან პოლიტიკოსები, რომლებმაც კარგად იციან როგორც ირანის, ასევე ამერიკის შესაძლებლობები.
