იანვარი 20 2020 წაკითხვა 852 ჯერ

“დღევანდელი და ყოფილი ხელისუფლება საერთო ჯამში სადღაც 35%-ის მიდამოებშია. ეს კი ნიშნავს, რომ “ოცნება” შესაცვლელია, თუმცა არა ყოფილი ხელისუფლებით. მოსახლეობის 65% სიახლეს ითხოვს. ახალი პარტიის პრეტენზია და ამბიცია კი აქვს “ლელოს”, რომელიც ამ კვლევაში არ იყო, რადგან მაშინ პარტია არ არსებობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ დიდი ნაწილი თუ არა, უმრავლესობა მაინც “ლელოს” პოტენციური ამომრჩეველია. 2020 წლის არჩევნებს მოიგებს ის ძალა, რომელიც ქვეყანას ჩიხიდან და ორპოლუსიანობიდან გამოიყვანს. კვლევის შედეგი ზუსტად ამაზე მიანიშნებს -ვერც მოქმედი ხელისუფლება ინარჩუნებს ძალაუფლებას და ვერც ყოფილი დაბრუნდება”, - აცხადებს დავით უსუფაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლებას არ მივცემთ შეხვედრების დასრულების ფუფუნებას”.

იანვარი 20 2020 წაკითხვა 757 ჯერ

“იმედი მაქვს, რომ მისი აქტიურობა პირველ რიგში საქართველოში არჩევნების ნორმალურად ჩატარებას შეუწყობს ხელს”, - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დენანის დანიშვნას. დენანმა ფიცი უკვე დადო, რომლის ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, მისი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობა, აშშ-ის ინტერესების დაცვა და საქართველოსთან, როგორც აშშ-ის პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობათა განმტკიცება იქნება. ზაქარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ აშშ-ს ელჩის საქართველოში დანიშვნა დემოკრატიის განვითარებას ხელს შეუწყობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “რამდენად მძიმედაა საქმე, რომ ივანიშვილს უწევს აკეთოს ის, რასაც ვერ იტანს, აკეთოს პოლიტიკა” - ზაქარეიშვილი.

იანვარი 20 2020 წაკითხვა 823 ჯერ

“მმართველ ძალას პრობლემები თავზე საყრელად აქვს, მათ შორის ერთ-ერთი უმწვავესი საკადროა. ეს უფრო ცხადად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ რეიტინგის დაკარგვა დაიწყო და აშკარა შეიქნა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად საზოგადოების საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს. ასეთ დროს დიდი ფასი ედება ერთგულ პირებს, მით უფრო ძალოვან სტრუქტურებში, რომელთა იმედადაც ფიქრობს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას. ძალოვან სტრუქტურებში რთულია პროფესიონალი კადრების შერჩევა, მით უფრო ათმაგად რთულია, როდესაც მხოლოდ პროფესიონალი და ერთგული კადრი კი არა, ერთგულებაში კარგად გამოცდილი კადრი სჭირდება პარტიას, რომელსაც წინ უმნიშვნელოვანესი არჩევნები აქვს. ასეთი ნამდვილად არის შოთაძე”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება დღემდე ვერ მიხვდა, როდის, სად და რა უნდა გააკეთოს”

იანვარი 18 2020 წაკითხვა 800 ჯერ

“ნაკლებად მნიშვნელოვანია ვინ იქნება გენერალური პროკურორი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ გვყავს გენერალური პროკურორი და მისი სახელი ბიძინა ივანიშვილია. უკვე მერვე წელია, რაც ბიძინა ივანიშვილი ითავსებს ჯანდაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და სხვა ყველა მნიშვნელოვან თანამდებობებს ქვეყანაში. ეს არის ის მოცემულობა, რაშიც საქართველო იმყოფება. რა მნიშვნელობა აქვს რა სახელისა და გვარის ადამიანი იქნება ამა თუ იმ სისტემაში - სისტემა ერთია და ამ სისტემას ერთი მმართველი ჰყავს“, - აცხადებს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კახა კოჟორიძე: “შოთაძე გახარიას წინააღმდეგ საქმის გამოძიებას დაიწყებს?” / “ივანიშვილის პრემიერობას გამოვრიცხავ”.

იანვარი 17 2020 წაკითხვა 958 ჯერ

“დაიწყება თუ არა უახლოეს პერიოდში კახი კალაძის გარემოცვის დაკავება და ვის აფრთხილებს დედაქალაქის მერი, რომ არანაირი უკან დახევა არ იქნება, თუკი კორუფციაში ვინმე შემჩნეული იქნება.

იანვარი 17 2020 წაკითხვა 826 ჯერ

ნუ ჩქარობთ, დაველოდოთ ფინალს და ვნახოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა მთავრობის მეთაურის ცვლილება.

გვერდი 701 სულ 742
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.