თქვენ ხართ ნაგავი, რომელიც არჩევნებზე საკრებულოდან და პარლამენტიდან უნდა გავიტანოთ, - ასე მიმართავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოში დეპუტატ ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებაში მონაწილე პირებს.
რამდენჯერაც შოუს დადგამ, იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ, - ამ სიტყვებით მიმართა საკრებულოს დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს შენობაში, მას შემდეგ , რაც საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ხვალაც შეიძლება ანაკლიის პორტის პროექტის გაცოცხლება იმიტომ, რომ ყველაფერი ადგილზეა, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც პარტიის პირველი რეგიონალური ოფისი გახსნა.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან,
"შავ ზღვაში მეორე რუსული სარაკეტო კრეისერი შემოვიდა"
წერილით რეალურად ხომ გიორგი გახარიასთვის არ მიუმართავთ?! ეს არის შემთხვევა, "მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო". ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, რითაც ის კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.
