April 11, 2026

ნოემბერი 28 2019 წაკითხვა 878 ჯერ

“ორივეს აწყობს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. “ქართულ ოცნებასაც” აწყობს, რადგან, რაც დრო გადის, მისი მდგომარეობა უარესდება. ჯობია დროზე ჩაატაროს არჩევნები, რომ შედარებით ნაკლებად გაუარესებულ ვითარებაში მეტი ხმა აიღოს. ოპოზიცია კი პროცესებს მართავს და “ოცნებას” დღის წესრიგს უდგენს. ნებისმიერი ვითარება მის სასარგებლოდაა - მმართველი გუნდი კარგავს რეიტინგს, ოპოზიცია კი ძლიერდება”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ვადამდელი არჩევნები “ოცნებასაც” აწყობს და ოპოზიციასაც, - ზაქარეიშვილი.

ნოემბერი 28 2019 წაკითხვა 1040 ჯერ

“ოპოზიციამ ვერ შეძლო იმ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენება, რომელიც მმართველი პარტიის მიერ დაპირების გადათქმისა და პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ჩაგდების შემდეგ მიიღო - ოპოზიციამ თავისი ბრძოლა წააგო მაშინ, როდესაც მან დესტრუქციული სცენარით მუშაობა დაიწყო, იმიტომ, რომ დღეს საზოგადოებაში რევოლუციის მხარდამჭერი განწყობები არაა, ხოლო ოპოზიციის მცდელობებში - “ნაციონალური მოძრაობის” ავანგარდს ვგულისხმობ -აშკარად რევოლუციური სცენარი იკითხებოდა, რომელიც მათ არ გამოუვიდათ. ეს სცენარი პოლიტიკისგან შორს მდგომი ნებისმიერი ადამიანისთვის ადვილად წასაკითხი იყო. მათ ვერ მოახერხეს იმ კრიტიკული მასის შეკრება, რომელიც მათი გეგმის განსახორციელებლად საჭირო იქნებოდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ოპოზიციამ მორალური და ფსიქოლოგიური უპირატესობა ვერ გამოიყენა - ანჯაფარიძე.

ნოემბერი 28 2019 წაკითხვა 801 ჯერ

პარლამენტში ახალი ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" იქმნება.

ნოემბერი 28 2019 წაკითხვა 827 ჯერ

ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

ნოემბერი 27 2019 წაკითხვა 873 ჯერ

"პიკეტირება რამდენად ეფექტურია, მე მგონი, ჩანს. ფაქტია, რომ მმართველი პარტია, რომლის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს პიკეტირება, არ ცვლის თავის გეგმებს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტის უკვე ორჯერ პიკეტირებისა და „მესამე სერიის“ დაანონსების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

ნოემბერი 27 2019 წაკითხვა 839 ჯერ

"მგონია, რომ მათი პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ", - ასე აფასებს "რეზონანსთან" ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და შექმნილ კრიზისულ ვითარებას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ოპოზიციის პროტსტი ზედმეტად რადიკალურია... ღმერთმა ქნას, ყველაფერი ჩაწყნარდეს - გიორგი ოთხმეზური

გვერდი 707 სულ 736
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.