ჩვენი ერთადერთი იმედი, ნუგეში და სიხარული არის იმედი გადარჩენისა იესო ქრისტეში....ტანჯვა ყოველთვის არის გამომხსნელი, მიმყვანებელი ბოროტების დაძლევასთან, ზნეობრივ და სულიერ ამაღლებასთან, თუ ადამიანი გონივრულად და მართებულად იღებს მას... ტანჯვის მიღება და მწუხარების დათმენა არის ჯვრის ზიდვა და ყოველ ჩვენგანს აქვს მოცემული მეტად თუ ნაკლებად მძიმე ჯვარი, ეს ჯვარი ჩვენ უნდა ავიღოთ და ვატაროთ... მხოლოდ ამ ჯვრიდან, მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ ამას ვიღებთ და ვზიდავთ, გვეძლევა ნამდვილი და სრულყოფილი სიხარული, რომელსაც ვეძებთ და რომლისკენაც მივისწრაფვით,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
უამინდობამ თელავი დააზარალა. სეტყვა და ქარი იყო თელავის მუნიციპალიტეტში - ამ დროისთვის თელავში ისევ ძლიერი წვიმაა.
26 მაისს, ქუთაისში, ბალახვანში (ასსაფეხურიანი კიბის მიმდებარედ), საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
წინააღმდეგობის პლატფორმა 26 მაისის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
ევროკავშირი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის ნაწილის სახით, განიხილავს 20-ზე მეტი რუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვის შესაძლებლობას, - ამის შესახებ იუწყება სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რიო დე ჟანეიროს მთავარი ღირსშესანიშნაობა – ქრისტეს ქანდაკება საქართველოს დროშის ფერებით განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.