„ბიბისის“ ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ რუსეთი განზრახ ანელებს შეტევის ტემპს, რადგან ცდილობს, თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ტაშკენტში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
უკრაინა დამოუკიდებლობის 31-ე წლისთავს აღნიშნავს. მთავარ ეროვნულ დღესასწაულს, ომში მყოფი ქვეყანა თავდასხმების მოლოდინში ხვდება.
დღეს პუტინი ცდილობს უკრაინის ტერიტორიების და მთელი უკრაინის მიტაცებას, როგორც ეს გააკეთა ყირიმში. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, დავდგეთ ერთად და დავიცვათ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც გულისხმობს, რომ არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია ძალის გამოყენებით ტერიტორიის მიტაცება და საზღვრების შეცვლა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ჩვენი მიზანი თურქეთში პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაა, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.