სექტემბერი 16 2022 წაკითხვა 345 ჯერ

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განახლებული ინფორმაციის თანახმად, 13-14 სექტემბერს აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად 77 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 6 დაღუპული სამხედროს შესახებ ინფორმაცია თავდაცვის უწყებამ დღეს, 16 სექტემბერს გამოაქვეყნა.

სექტემბერი 15 2022 წაკითხვა 388 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ესკორტი ავტოავარიაში მოჰყვა. პრეზიდენტის პრესმდივნის, სერჰიი ნიკიფოროვის ინფორმაციით, კიევში, მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა პრეზიდენტის და მის თანმხლებ ავტომანქანებს.

სექტემბერი 15 2022 წაკითხვა 391 ჯერ

ჩვენ ვუპასუხებთ ტერორისტებს მათ ყოველგვარ სისასტიკეზე, ყველა რაკეტაზე, ჩვენ ეს შეგვიძლია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, დღეისთვის თითქმის მთელი ხარკოვის რეგიონი დეოკუპირებულია, რაც იყო უკრაინელი ჯარისკაცების უპრეცედენტო მოქმედება.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოვლენების შესაბამისად რუსი ჯარისკაცებისთვის ერთადერთი გამოსავალი უკრაინული ძალებისთვის დანებებაა და მხოლოდ ეს უზრუნველყოფს მათი სიცოცხლისა შენარჩუნებას ყველა კონვენციის შესაბამისად.

 

„მხოლოდ აქტიური ოპერაციების პირველ დღეს ჩვენი ჯარები 19 კმ დაწინაურდნენ. ხუთი დღის შემდეგ 110 კილომეტრი ბრძოლებით დაიფარა. მთლიანობაში დეოკუპირებულია თითქმის 400 დასახლებული პუნქტი. ამ ტერიტორიაზე დარჩენილი 150 000 უკრაინელი ახლა ისევ გრძნობს, რომ ჩვეულებრივი, უსაფრთხო, ნორმალური ცხოვრებაა. რუსეთის არმია ხარკოვის მხარეში ხუთ თვეზე მეტი იმყოფებოდა. და ამ ხნის განმავლობაში ოკუპანტებს არც კი უცდიათ რამე გაეკეთებინათ ხალხისთვის, მხოლოდ ანადგურებდნენ, მხოლოდ ართმევდნენ, მხოლოდ მიჰყავდათ“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

სექტემბერი 14 2022 წაკითხვა 338 ჯერ

ერთი გაკვეთილი უკრაინის ომიდან არის, რომ ჩვენ უნდა გვესმინა მათთვის, ვინც პუტინს იცნობს, ჩვენი მეგობრებისთვის უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სექტემბერი 14 2022 წაკითხვა 341 ჯერ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიიღო ვიზა აშშ-ში, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გასამგზავრებლად.

სექტემბერი 14 2022 წაკითხვა 326 ჯერ

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ შეტევა განაახლა.

გვერდი 151 სულ 330
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.