უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას
უკრაინული მხარე დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
როგორც უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია შვიდი ადამიანი.
მისი ცნობით, ოდესის რეგიონის ქალაქ პოდილსკში დაბომბვას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა შვიდი პირი, 19 კი დაკარგულად ითვლება. ერთი ადამიანი დაღუპულია მარიუპოლში, დაშავებულია ორი პირი. გერაშენკოს ცნობით, დნეპროპეტროვის ოლქში რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხიდი მდინარე ინგულეცზე.
შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ასევე კიევის მოსახლეობას დედაქალაქის გასასვლელებში დიდი საცობების შესახებ აფრთხილებს და ურჩევს, არ გავიდნენ სახლებიდან.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
