მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 3,5 მილიონს.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, საუკეთესო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ კორონავირუსი ჩინეთის ლაბორატორიაში არ შექმნილა.
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რუსეთში გამომავალ გაზეთ „მეტრო“-ში («Metro»), რომელიც შვედურ მედიაკომპანია Metro International-ს ეკუთვნის, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვლადიმერ ზელენსკი ხელისუფლებას კარგავს?! რატომ აღარ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად“, რომელშიც სკანდალურად განვითარებული საქართველოს ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული საკადრო საკითხია განხილული.
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 10 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ ქვეყანაში 145 268-ს მიაღწია.
საკარანტინო ზომებს თანდათან არბილებენ ჩინეთის მეზობელ ვიეტნამში. ამ ქვეყანამ მთელ მსოფლიოს აჩვენა მაგალითი ინფექციათან წარმატებულ ბრძოლაში. პანდემიის დროს ვიეტნამში მხოლოდ 270 ინფიცირებული დაფიქსირდა და მათგან არცერთი არ გარდაცვლილა.