"ჩინეთი და რუსეთი ამერიკული „სახიფათო“ ლაბორატორიების წინააღმდეგ გაერთიანდნენ“
აშშ-ის ჟურნალ „ნიუსვიქ“-ში («Newsweek») დაბეჭდილია სტატია სათაურით „ჩინეთი და რუსეთი ამერიკული „სახიფათო“ ლაბორატორიების წინააღმდეგ გაერთიანდნენ“.
რომელშიც გადმოცემულია, თუ რატომ აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება ჩინეთს და რუსეთს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანი წლების დასაწყისში აშენებული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის მიმართ (სტატიის ავტორი - დევიდ ბრენანი).
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, შემდეგ მისი ჩინელი კოლეგა გენ შუანი თითქმის ერთდროულად გამოვიდნენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში არსებული ამერიკული ბიოლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც მათი თქმით, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.
მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი არ გამორიცხავს ომას, რომ ამერიკელების მიერ [მესამე სამყაროსა] და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში შექმნილ ლაბორატორეიბში სხვადასხვა სახიფათო პათოგენებზე მიდის კვლევები, მათ შორის სამხედრო მიზნებითაც. მარია ზახაროვამ დაასახელა საქართველოში არსებული რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია, „სადაც ბოლო წლებში ამერიკელი მეცნიერები ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად მუშაობენ. ამას წინათ თბილისში პენტაგონელი მაღალჩინოსნების დელეგაციაც იმყოფებოდა, რათა საქართველოსთვის კვლევების გაფართოება შეეთავაზებინათ. შესაბამისად, ბუნებრივია, მოსკოვი უყურადღებოდ არ დატოვებს იმ ფაქტს, რომ მისი საზღვრების ახლოს ამერიკელები საფიფათო ბილიოგიური პოტენციალის მქონე სტრუქტურას ამუშავებენ“.
ავტორი აღნიშნავს, რომ რუსეთის ამგვარ პოზციას წლების განმავლობაში ამჟღავნებს და აცხადებს, რომ ლაბორატორიაში ადამიანებზე ცდები მიმდინარეობსო, მაგრამ ამის მიუხედავად, რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
მსგავს პრეტენზიებს აყენებს აშშ ჩინეთის მიმართ და აცხადებს, რომ კორონავირუსის აფეთქება სწორედ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში მოხდა და პანდემიაც იქიდან დაიწყო.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან აშშ-ის წინააღმდეგ ეს ბრალდება მაშინ გაისმა, როცა პეკინი და ვაშინგტონი ერთმანეთს უყენებენ პრეტენზიებს კორონავირუსის პანდემიის საკითხში, რომელმაც ხანგრძლივი ეკონომიკური და სოციალური რყევები გამოიწვია.
ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიით CGTN-ით გამოსვლისას გენ შუანმა აღნიშნა, რომ იმ ქვეყნების საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებშიც ამერიკული ლაბორატორიებია განლაგებული, მათ დახურვას მოითხოვენ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკული მხარე მათ მოთხოვნას პასუხისმგებლობით მიუდგება და რეალურ ნაბიჯებს გადადგამს მსგავსი შიშების გასანეიტრალებლად“.
სტატიაში მოკლედაა გადმოცემული საქართველოში ამერიკული ბიოლაბორატორიის დაარსების ისტორია და მისი საქმიანობა, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი, რომლის თანახმად, რუსეთისა და ჩინეთის ბრალდებები აბსურდულია, ამერიკა გამჭვირვალე საქმიანობას ეწევა, ლუგარის ლაბორატორია უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი და უსაფრთხოების უმაღლესი დონეც უზრუნველყოფილია. ლაბორატორიის მიზანია რაც შეიძლება სწრაფად აღმოაჩინოს სახიფათო დაავადებები და მათი გავრცელება თავიდან აიცილოს. რიჩარდ ლუგარის ბიოლაბორატორია თანამშრომლობს მსოფლიოს ბევრ მსგავს დაწესებულებებთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან... ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ აღნიშნულ ლაბორატორიაში არანაირი კვლევა არ მიმდინარეობს ბიოლოგიური იარაღთან დაკავშირებით“.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.newsweek.com/china-russia-unite-condemn-hazardous-american-laboratories-former-soviet-states-1500952
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"