მცირე რაოდენობის ინფიცირებული და არცერთი გარდაცვლილი: როგორ მოახერხა ვიეტნამმა კორონავირუსის შეჩერება

საკარანტინო ზომებს თანდათან არბილებენ ჩინეთის მეზობელ ვიეტნამში. ამ ქვეყანამ მთელ მსოფლიოს აჩვენა მაგალითი ინფექციათან წარმატებულ ბრძოლაში. პანდემიის დროს ვიეტნამში მხოლოდ 270 ინფიცირებული დაფიქსირდა და მათგან არცერთი არ გარდაცვლილა.

თუ როგორ მოახერხა ხელისუფლებამ ავადმყოფობის გავრცელების შეჩერება - ამის შესახებ საუბრობს ტელეკომპანია Россия-1-ის კორესპონდენტი აღმოსავლეთ აზიის რეგიონში სერგეი მენგაჟევი.

 

„ვიეტნამის ხელისუფლება თავიდანვე სამხედრო სიმკაცრით მიუდგა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლას“, - აღნიშნავს კორესპონდენტი (ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ იჭერს ქუჩაში პოლიცია საკარანტინო წესების დარღვევაში ეჭვმიტანილ მოქალაქეებს, ახდენს მათ იზოლირებას, სამხედრო ყაზარმებში ათავსებს და მკაცრ პირობებში აცხოვრებს -   ორსართულიან საწოლებში, სამხედრო საბნებით).

 

„თუმცა დღეს მსგავს ფაქტებს ვიეტნამის ქუჩებში ვეღარ ნახავთ. აქ უკვე არავის აღარ იჭერენ კარანტინის დარღვევის გამო. ვიეტნამი რამდენიმეკვირიანი უმკაცრესი იზოლაციის შემდეგ მშვიდობიან, ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება: ჰანოის ქუჩები ისევ სკუტერებით და ავტომანქანებითაა სავსე, იღება მაღაზიები, ქუჩის მოვაჭრეები ისევ სთავაზობენ პროდუქციას გამვლელებს, უსხამენ ატრიის წვნიანს და ყავას... უკვე ერთი კვირაა, რაც ქვეყანაში დაავადების არცერთი შემთხვევა არ აღინიშნება - ეპიდემიის მთელი დროის განმავლობაში 93-მილიონიან ვიეტნამში 270-ზე ნაკლები ინფიცირებულია და მათგან არცერთი არ გარდაცვლილა.

საინტერესოა, რომ ვიეტნამში პროფილაქტიკური ზომები პირველი პაციენტის გამოვლენამდე მიიღეს. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში თავი იჩინა 20 წლის წინანდელმა გამოცდილებამ, როცა ვიეტნამში SARS-ის აფეთქება მოხდა. როდესაც 11 იანვარს ჩინეთში „კოვიდ-19“-ის პირველი მსხვერპლის სიკვდილი გამოაცხადეს, უკვე მეორე დღეს ჰანოიმ ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ეტაპობრივი გეგმა შეიმუშავა. 23 იანვარს ინფექცია უხანიდან ჰანოიში ჩასულ ჩინელ მოქალაქეს დაუდგინდა, ერთი კვირის შემდეგ კი ვიეტნამში დაიხურა სკოლები და დაავადების კერების გასაკონტროლებლად საარმიო ქვედანაყოფები გამოიყენეს.

11 თებერვლიდან 4 მარტის ჩათვლით საკარანტინო ბლოკადაში მოაქციეს დასახლება ვინფუნი, სადაც 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს (იმ პერიოდში ეს იყო ვირუსის წინააღმდეგ მიმართული მსოფლიოში პირველი ლოკდაუნი, ჩინეთის ფარგლებს გარეთ). ხოლო როცა მოგვიანებით ვირუსის დიაგნოზი ბრიტანელ პილოტს დაუდგინეს, 300-ზე მეტმა პოლიციელმა, სამხედრო მოსამსახურემ და მედიკოსმა ერთ დღე-ღამეში მოახდინეს რამდენიმე ათასი ადამიანის იზოლირება, შესაძლო კონტაქტის დადგენისა და „კოვიდ-19“-ის გავრცელების შესაჩერებლად. ასეთი ფაქტების ბევრია.

სანამ ქვეყანაში აეროპორტები მთლიანად დაიხურებოდა - როგორც შიდა, ასევე საზღვარგარეთ გადაადგილებისათვის - უცხოეთიდან ვიეტნამში ჩასული ათობით ათასი მგზავრი ხელისუფლებამ დაუიყონებლივ, ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე მოათავსა იზოლაციაში - სამხედრო ყაზარმებში, უნივერსიტეტების საეერთო საცხოვრებლებში. როცა კორონავირუსი ჰანოის ჰოსპიტალში 32 მოსამსახურეს დაუდგინეს, ხელისუფლებამ დაუყონებლივ მოახდინა იქ მყოფი ხუთი ათასი პაციენტისა და ექიმის სრული კარანტინიზაცია იმავე შენობაში. ქვეყანაში ფართოდ გაიხსნა ტესტირების ცენტრები, სოციალური დისტანციის დაცვით. სხვათა შორის, ვიეტნამური ტესტ-სისტემები ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  მოიწონა: 10 წუთში სისხლის ექსპრეს-ანალიზი უკვე მზად იყო“, - აღნიშნავს ტელეკორესპონდენტი ვიდეოსიუჟეტში.

 

კადრებში ჩანს, თუ როგორ აკავებენ ქუჩაში მოქალაქეს:

 

„აი, ამ ადამიანს პოლიცია აპატიმრებს იმისათვის, რომ იგი მკაცრი საკარანტინო ზომების წინააღმდეგ გამოდის. ქუჩაში  პირბადის გარეშე გამოსვლისათვის მცხოვრებლების დაკავება-დაპატიმრება ვიეტნამში მარტის ბოლოს დაიწყეს, პირველი აპრილიდან კო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სამკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა.

მოსახლეობა ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს გაგებით მოეკიდა. მოქალაქეები ვიეტნამის მმართველი კომუნისტური პარტიიის ირგვლივ შემჭიდროვდნენ. ისევე როგორც ამერიკელებთან ომში 1968 წელს,- კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ყურადღება ეთმობა აგიტაციასა და პროპაგანდას. უნდა აღინიშნოს, რომ კორონავირუსმა ბევრად უფრო მეტი ამერიკელი შეიწირა, ვიდრე ვიენტნამთან ომმა. თუ ადრე აშშ ებრძოდა ვიეტნამს, ახლა ჰანოი ეხმარება ვაშინგტონს: დონალდ ტრამპმა მადლიერებით აღნიშნა ვიეტნამელთა საჩუქარი - ნაცევარი მილიონი დამცავი კომბინეზონის ჩატანა დალასში.

ეპიდემიის დაწყებიდან მცირე ბიზნესი ცდილობს ახალ რეალიებს შეეგუოს. აი, ამ სახელოსნოში პირბადეებს ამზადებენ, რომლებიც მოდელურებია და საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებიან: შეუხედავი ნიღბები ხალხური ხელოვნების ნიმუშად შეიძლება გადაიქცეს..

კორონავირუსმა დიდი ზარალი მიაყენა ბიზნესს, ვაჭრობას, ტურიზმს... განსაკუთრებით ცუდ ვითარებაში აღმოჩნდნენ სოფლის მცხოვრებლები, რომლებიც ტრადიციული ხელობით იყვნენ დაკავებულნი. პირბადეებისა და სხვა ახალი პროდუქციის გამოშვება მათთვის ერთგვარი შველაა და მას მიესალმებიან.

დღეს საკარანტინო ზომები ვიეტნამში შერბილებულია, მაგრამ ბოლომდე მოხსნილი არ არის. ჯერ-ჯერობით ისევ არ შეიძლება 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება, ყველა ვალდებულია პირბადე ატაროს, ზოგიერთი რეგიონი კი ისევ ლოკდაუნის რეჟიმში ცხოვრობს. შიდასატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია, მაგრამ რადგანაც ვიეტნამის ფარგლებს გარტეთ პანდემია ისევ ბობოქრობს, ხელისუფლება გარე სამყაროსთან მიმოსვლის განახლებას ჯერ არ აპირებს“, - ნათქვამია ვიდეორეპორტაჟში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

-------------

წყარო: https://www.vesti.ru/videos/show/vid/837421/

წაკითხვა 621 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 02 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.