ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც მოქალაქეთა ნების თავისუფლად გამოხატვის გარემოში გაიმართა, თქვენი უდიდესი ავტორიტეტის დადასტურებაა თქვენ თანამემამულეთა შორის“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში. რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ბჟანიასთან ერთობლივად იმუშაოს რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობის განმტკიცებისთვის.
„ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
