საქართველო ლტოლვილთა ნაკადის საფრთხის წინაშე - “სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა”

“სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი თავდაყირა დააყენა, ამ ვითარებამ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ორი ლიდერი ქვეყანა ერთმანეთს დააპირისპირა.

აშშ თურქეთს ემბარგოს დაწესებით და ეკონომიკის განადგურებით ემუქრება, ხოლო თურქეთი კი სირიაში ერიშებს ჯიუტად აგრძელებს. აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის მოვლენებს სრულიად შეუსაბამოდ უპასუხა, მან სირიის ჩრდილოეთიდან ამერიკული ჯარები გაიყვანა და ქურთების მუშათა პარტიის მიმართ ყველასათვის მოულოდნელი განცხადება გააკეთა. „ეს ჩვენი საზღვარი არაა. აშშ წესრიგის დამცველი აგენტი არ არის და დროა, სახლში წავიდეთ. ჩვენ აქ არ უნდა ვიხოცებოდეთ, შესაძლოა, „ქურთების მუშათა პარტია" უარესი ტერორისტია და ტერორიზმის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე "ისლამური სახელმწიფო," - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო ლტოლვილთა ნაკადის საფრთხის წინაშე / “სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა”

 

"ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპმა სირიიდან გასვლით თურქეთს „მწვანე შუქი აუნთო", თუმცა, ტრამპი ამის საპასუხოდ იმ წერილს აქვეყნებს, რომელიც მან ჯერ კიდევ თურქეთის არმიის სირიაში შეჭრამდე ერდოღანს გაუგზავნა. „ნუ იქნები ხისტი და სულელი! შეგვიძლია, კარგი გარიგება დავდოთ. შენ არ გსურს ათასობით ადამიანის სისხლისღვრაზე იყო პასუხისმგებელი, ისევე, როგორც მე არ მსურს, თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე ვიყო პასუხისმგებელი - და მე ვიქნები. ისტორია დაგიფასებს, თუკი ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ, მაგრამ შეგრაცხავს სატანად, თუ მოვლენები კარგად არ განვითარდება. ნუ იქნები ხისტი, ნუ იქნები სულელი!" - წერს ტრამპი გაგზავნილ წერილში, რომელიც 9 ოქტომბრითაა დათარიღებული. თავის მხრივ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე პრობლემების განსახილველად თურქეთში გაემგზავრნენ, ისინი ანკარაში თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ. მანამდე პრეზიდენტმა ერდოღანმა ერდოღანმა პენსისა და პომპეოს დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ერდოღანმა ჟურნალისტებს ასევე მტკიცედ განუცხადა, რომ არაერთი მოწოდების მიუხედავად თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. რუსეთი კი ამ ვითარებაში სრულიად მოულოდნელ პოზიციას იკავებს, მას შემდეგ, რაც ქურთებმა ასადის ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაიწყეს, გაჩნდა კითხვები რუსეთის სამხედრო ჩარევასთან დაკავშირებით, თუმცაღა, რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სირიისა და თურქეთის სამხედრო ძალებს შორის შეტაკებას არ დაუშვებენ. თავდაცვის სამინისტროს თქმით, მათი სამხედროები თურქებსა და სირიელებს შორის პატრულირებენ. სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ არსენალის მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს რომ ამერიკის პრეზიდენტი თურქეთიდან ჯარის გაყვანას იმ კუთხით ამართლებს რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება სწორედ სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი აშშ-ს ჯარების „სახლში დაბრუნება" იყო. „სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ რამდენიმეწლიანი ბრძოლის პერიოდში, ამერიკელების ძირითად დასაყრდენს როგორც სირიაში, ისე ერაყში სწორედ ქურთები წარმოადგენდნენ, ქურთებმა ამ მხრივ თავიანთი ამოცანა პირწმინდად შეასრულეს, ეს ერთგვარი ღალატის ელფერს იღებს აშშ-ს ხელისუფლების მიერ ქურთების მიტოვება, ყოველ შემთხვევაში ქურთების უმეტესი ნაწილი ასე თვლის”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"დაახლოებით 40 მლნ-მდე ქურთია გაბნეული სირიის, ერაყის, ირანის, თურქეთის ტერიტორიაზე, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ნაწილშიც, მათ მუდმივად სურდათ საკუთარი სახელმწიფოს დიდი ქურთისტანის შექმნა, რაც არ აქვთ, მას შემდეგ რაც ისლამურმა სახელმწიფობმა ფაქტობრივად სიტუაცია „არია" ახლო აღმოსავლეთში, მათ გაუჩნდათ შანსი, რომ დასუსტებულ სირიის და ერაყის ტეიტორიებზე შეექმნათ მათი რეალური ავტონომიები, ერაყში მათ თითქმის შეძლეს, სირიაში იყო მცდელობა, მაგრამ მათ არ გამოუვიდათ. "ტრამპი სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე მას ჰქონდა წინასაარჩევნო შეპირებები, რომ აშშ-ს ჯარი ბევრი ადგილიდან სახლში უნდა დაებრუნებინა, ის ამით ამართლებს ამ ქმედებას. "სირიის მოვლენებმა მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი თავდაყირა დააყენა, ტრამპს ასეთი არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა სჩვევია, მითუმეტეს, როდესაც იგი ტვიტერის საშუალებით აკეთებს ხოლმე კომენტარებს ამა თუ იმ მოვლენაზე, მაშინ როდესაც, როგორც წესი ხელისუფლების პირველი პირის ნებისმიერი განცხადება მრავალჯერ მოწმდება შიდა ექსპერტების და შიდა სახელისუფლებო სტრუქტურებში და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება მისი გავრცელება, თვითონ ტრამპი არაორდინალურია და მისგან კიდევ უნდა ველოდოთ არაერთ უცნაურ გადაწყვეტილებას."-აცხადებს იგი”, - დასძენს გამოცემა.

 

"მისივე შეფასებით, სირიის მოვლენებმა საბოლოოდ რუსეთის ხელისუფლებაზე დაასხა წყალი, პუტინმა არა მხოლოდ ბაშარ ასადის ხელისუფლება შეინარჩუნა, არამედ ის, რომ ქურთებმა დახმარება სირიის პრეზიდენტს თავიანთი ნებით სთხოვეს. „პრეზიდენტმა პუტინმა სირიაში გამარჯვებას მიაღწია იმიტომ, რომ ოთხი წლის შემდეგ პირველ რიგში მან მოახერხა ბაშარ ასადის შენარჩუნება და ამასთან გაძლიერება, რეალურად მოახერხა ის, რომ ამერიკელებმა ფაქტობრივად დატოვეს სირია, რუსეთი გახდა ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი მთავარი მომრიგებელი და რაც მთავარია მან მოახერხა ის, რომ ქურთებმა თვითონ სთხოვეს სირიის პრეზიდენტს, რომ თურქების არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა"- განაცხადა ალადაშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 811 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.