ნოემბერი 06 2023
წაკითხვა 497 ჯერ
სანქციები აბსოლუტური აბსურდია, ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუ მოითხოვდა, პარალელურად, უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომლითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ოპოზიციური მედია ავრცელებს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკზე დაყრდნობით ინფორმაციას, თითქოს კანდიდატის სტატუსზე მთავარი დათქმა იქნება, რომ საქართველომ დაუწესოს სანქციები რუსეთს, რამდენად რეალურია ეს ინფორმაცია?“.
