შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 1973 წელს დაბადებული ლ.კ. (მეტსახელად „კვატია“), ხოლო „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1980 წელს დაბადებული ა.კ., 1985 წელს დაბადებული ს.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.ს., 1983 წელს დაბადებული ო.დ., 1985 წელს დაბადებული გ.კ. (მეტსახელად „კვერცხა“) და წარსულში ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული ნ.ვ. (მეტსახელად „გოტო“). ასევე, აღნიშნული დანაშაულისთვის მხილებულია საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი”, 1976 წელს დაბადებული ვ.კ. (მეტსახელად „ვატია“).
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ „კანონიერი ქურდის“ ვ.კ.-ს (მეტსახელად “ვატია”) დავალებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა ა.კ.-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გახსნა შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზარი, რომლის ანალოგიური ბაზარი – შპს „ანი“ ფუნქციონირებდა ქუთაისში და რომელსაც ვერ უწევდნენ კონკურენციას. ბრალდებულებმა საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მისაღებად, გადაწყვიტეს ქუთაისში მდებარე აგრარული ბაზრიდან, შპს ,,ტაბახმელა 2023“-ის აგრარულ ბაზარში გადაეყვანათ დასაქმებულები, რის შედეგად ქუთაისში განთავსებული ბაზარი ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას, ხოლო შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზრის საქმიანობიდან მიიღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს.
ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელისა და მათი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, რითაც შპს „ანი“-ს ასიათასობით ლარის ზიანი მიადგა.
სიახლეები
- სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
- პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
- „ნაცმოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, სამარცხვინოა, მაგრამ ესეც არ არის ახალი, 13 წელია, თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი” – ჩერგოლეიშვილი
- „ნაცმოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, სამარცხვინოა, მაგრამ ესეც არ არის ახალი, 13 წელია, თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი” – ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციაში არის არეულობა, რადგან როდესაც თავის მიზანს ვერ მიაღწიეს, ამან დაბნეულობა გამოიწვია"- მამუკა მდინარაძე