სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 51 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე, ამოღებულია ელექტრო სასწორები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,ბრიტანეთის სანქციები ყველზე ქმედითი გამოდგა, შესაბამისად, ამის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია"- ნიკა გვარამია
- ,,კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ზოგს მიაჩნია, რომ სააკაშვილია ერთადერთი და განუმეორებელი"- გია ვოლსკი
- ,,ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სამი კვირით გახანგრძლივდება"- დონალდ ტრამპი
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებება ამოიღეს
