დუშეთში ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში ერთ-ერთ სასტუმროში, სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი, რომელშიც ჩინეთის 14 მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, ისინი საქართველოში უკანონოდ იმყოფებოდნენ.
გამოძიება, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.
,,პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიგრაციის დეპარტამენტმა დაკავებულების საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, მანამდე ისინი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იქნებიან.
შსს-ს თანახმად, ,,იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს".
საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული პირების, ასევე მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით.
სიახლეები
- “ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, მჯერა, ამ ეტაპს თითოეული თქვენგანი ღირსეულად, ცოდნისა და უნარების მაქსიმალური მობილიზებით შეხვდება” - ირაკლი კობახიძე
- ნარკომანიით დაავადებული პირებისთვის იძულებითი მკურნალობისთვის განკუთვნილი პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა
- „ლივერპულის” ფეხბურთელი, 28 წლის დიოგუ ჟოტა ავტოავარიას ემსხვერპლა
- “ამოღებულია 714,5 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „მეათადონი“ ფხვნილისა და გრანულების სახით” – სამ პირს ბრალდება წარედგინა
- “გახარიას პარტიაში რღვევა დაიწყო მაშინ, როცა შექმნა პარტია“ - გურამ მაჭარაშვილი