“ნანა სანდერი გახლავთ ერთ-ერთი ორგანიზატორი, „პოსტებში“ მოუწოდებს საზოგადოებას, გამართონ „უმოწყალო ცემა-ტყეპა“, „რევოლუცია“, „დიდგორი 2“ - პროკურორი
დროის მოკლე ინტერვალში ბრალდებულთა მხრიდან განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ გახლავთ მიმართული, – ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
პროკურორმა ბრალდებულ ნანა სანდერზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საპროტესტო აქციის ორგანიზებას ახდენდა.
„ნანა სანდერის ბრალეულობა დადასტურებული არის არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებით, მათ შორის გახლავთ მასმედიის საშუალებით გავრცელებული კადრების დათვალიერების ოქმები, „ფეისბუკ“ აპლიკაციის დათვალიერების ოქმები, სადაც მისი პოსტებით ნათლად დასტურდება, თუ როგორ ახდენდა საპროტესტო აქციების ორგანიზებას და როგორ ცდილობდა მის მიერ მობილიზებული ფულადი სახსრებით შეეძინა ინვენტარი აქციის მონაწილეებისთვის, რათა მათ, საბოლოო ჯამში, განეხორციელებინათ ძალადობრივი ქმედებები.
ნანა სანდერი გახლავთ ერთ-ერთი ორგანიზატორი. მის მიერ გამოქვეყნებულ ღია საჯარო პოსტებში მოუწოდებს საზოგადოებას, გამართონ უმოწყალო ცემა-ტყეპა, რევოლუცია, დიდგორი 2, ასევე ფულადი სახსრების შესახებ შესახებ ინფორმაციებს ავრცელებდა, ავრცელებდა ასევე ინფორმაციას ვინ რომელ რიგში უნდა დამდგარიყო საპროტესტო აქციაზე, რათა აქციის მუხტი აწეულიყო.
მიზეზშედეგობრივი კავშირი რომ ავხსნათ, ვხედავთ ნანა სანდერის ქმედებას და, საბოლოო ჯამში, დამდგარ შედეგს.
სისხლის სამართლის კოდექსს აქვს თავისი მიზნები, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასაც აქვს თავისი მიზნები. ამგვარად, როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე დაასაბუთა, სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობებში ვერ იქნებოდა მიზნების მიღწევა, რამეთუ დროის მოკლე ინტერვალში ბრალდებულთა მხრიდან განხორციელდა იმგვარი ქმედებები, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ გახლავთ მიმართული“, – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში 9 ოქტომბრის მდგომარეობით, დაკავებულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა.
სიახლეები
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წელს სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება
- ,,მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის შანტაჟი, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დათმობის სანაცვლოდ"- კახა კალაძე
- ,,მოწმე ვარ, როგორ უბიძგეს ამერიკელებმა გერმანელებს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვისკენ"- ვიქტორ ორბანი
- ,,დიდი პატივია, დღეს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 66-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით მოგმართოთ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,მზად ვართ, გამოვიყენოთ საპარლამენტო დიპლომატიის ძალა, რათა ჩვენი რეგიონი თანამშრომლობითა და შესაძლებლობებით გამოირჩეოდეს” – შალვა პაპუაშვილი
