“იარაღი გაუვარდა და მეორე შემოაკვდა, შემდეგ კი თავი მოიკლა”

ახალი დეტალები გურამიშვილის გამზირზე მომხარ სასტიკ მკვლელობაზე – “კურიერის” ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე, სამართალდამცველებს მკვლელობის იარაღი დახვდათ.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როდესაც მკვლელობა მოხდა, კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა ეზოში იყო. ისინი პარკირებასთან დაკავშირებულ შეკრებას ესწრებოდნენ. კორპუსი ახალაშენებულია და შესახლება ბოლომდე დასრულებული არ არის.

 

მეზობლებმა დეტალების შესახებ არაფერი იციან. მათი თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა.  რა გახდა 2 ახალგაზრდას სასტიკი მკვლელობის მიზეზი, ჯერ ისევ დაუდგენელია.

 

“ნახევარი საათის მოსული ვიყავი. პოლიციაც მოვიდა, მაგრამ არაფერი გაგვიგია, სროლის ხმა საერთოდ. არაფერი გვითხრეს, სროლის ხმა ხომ არ გაგიგიათო, და არ გაგვიგია. ტყმელაძე რომ არის ვიცი, აქ ცხოვრობდნენ,“-ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

 

ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახი ამავე საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობს. 20 და 21 წლის ბიჭებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდათ მიყენებული. ერთ-ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. მეზობლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელს მაყუჩიანი იარაღი ჰქონდა. მათი თქმით, ცხედრები საცხოვრებელ სახლში მამამ იპოვა.

 

მკვლელობასთან დაკავშირებით არაოფიციალური ვერსია ვრცელდება, რომლის თანახმად, გარდაცვლილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რასაც მეორე ახალგაზრდის სიკვდილი მოყვა, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ერთ-ერთ ახალგაზრდას ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი. ამასთან, სამართალდამცავებმა მკვლელობის იარაღი ადგილზე იპოვეს.

 

მკვლელობა გურამიშვილის გამზირზე გუშინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

წაკითხვა 872 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.