გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69% აიღო და სახელმწიფოებს შორის მე-5 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი ფინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტამ მაშინ, როცა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, შეიძლება, გამოიწვიოს ქვეყნის შემდგომი ოკუპაცია და განადგურება.
ისრაელის ფეხბურთის გუნდის გულშემატკივრებს ამსტერდამში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას CNN-ი ისრაელის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც ტელეფონით უკვე ესაუბრა ათეულობით ქვეყნის ლიდერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან საუბარსაც არ გამორიცხავს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციათა საარჩევნო სარჩელები არ დააკმაყოფილა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა დაუშვებლად ცნო.
„ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ეხმიანება “Edison Reserch”-ის მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს, რომელიც აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩატარდა. “Edison Reserch”-ის თანახმად, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის, პროცენტული უპირატესობა კამალა ჰარისს ჰქონდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება, კოლეგიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზოგჯერ ბრძოლას გარკვეული დრო სჭირდება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, – ასე მიმართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ჰოვარდის უნივერსიტეტში შეკრებილ მხარდამჭერებს და მოუწოდა, რომ არასოდეს დანებდნენ.
7 ნოემბრის შემოქმედები ჯერ კიდევ არსებობენ ქართულ პოლიტიკაში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.