თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე აქტივისტები ამ დრომდე რჩებიან.
სახალხო დამცველი განცხადებას აქვეყნებს გამთენიისას ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების კვეთაზე მიმდინარე აქციის დაშლასთან დაკავშირებით.
ამ პროცესს არაფერი შეაჩერებს, გარდა ახალი არჩევნებისა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" კვლავ განაგრძობს სამართლებრივ დავას 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. საია ამჯერად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით და ითხოვს ცესკოს მიერ მიღებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობას, არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნას.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა, რითაც ისინი „საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას და საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობის შეჩერებას მოითხოვენ“.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ახალი არჩევნების მისაღწევად 5-პუნქტიან გეგმას აქვეყნებს, მათ შორის არის ოპოზიციის მხრიდან არჩეული პარლამენტის წევრების მიერ „სახალხო პარლამენტის“ ფორმირება და თავმჯდომარედ პრეზიდენტის მოწვევა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.
“ცივა – მერე რა?! გაწვიმდება – მერე რა?! აცივდება – მერე რა?! შეფერხება შევუქმენით ერთმანეთს, თბილისის ქუჩები გადაიკეტება – გასაგებია, მაგრამ იმაზე დიდი შეფერხება, რომელიც საბოლოოდ თრომბად გადაიქცევა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ვერ ექნებათ”, – ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალური ოპოზიციის მიერ ჭავჭავაძის გამზირის და ვარაზისხევის პარალიზებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
რადიკალურმა ოპოზიციამ ბრიუსელს მიმართა, ეს არის სერგო ორჯონიკიძის გზავნილი საუკუნის თავზე, ოღონდ არა მოსკოვს, არამედ ამ შემთხვევაში ბრიუსელს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, რადიკალური ოპოზიციის მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.